როგორ გამოიყურებოდა სინამდვილეში კლეოპატრა?

6კლეოპატრა VII, რომელიც ეგვიპტეს ძვ.წ. 69-30 წლებში მართავდა, საკმაოდ პოპულარულ მმართველად ითვლება თანამედროვე სამყაროშიც კი. მასზე უამრავი ფილმია გადაღებული და ყველა ფილმში, ულამაზესი მსახიობები ირგებენ კლეოპატრას როლს: ვივიენ ლი, სოფი ლორენი, ელიზაბეტ ტეილორი, მონიკა ბელუჩი და ა.შ. იგი უამრავი პოეტისა და მწერლის მუზა იყო, მათ შორის შექსპირის და ბერნარდ შოუსიც კი.

XIX-XX საუკუნის მსახიობები კლეოპატრას როლში

რა ისტორიული წყაორები შემოგვრჩა კლეოპატრაზე?!

კლეოპატრას მმართველობიდან უკვე ორი ათასზე მეტი წელია გასული. ჩვენამდე მხოლოდ რამდენიმე არტეფაქტმა მოაღწია, რომელზეც კლეოპატრას რეალური გამოსახულებაა: მონეტები, ბარელიეფები, გერმანიის მუზეუმის მარმარილოს ბიუსტი და ბეჭედი. ბიუსტი თარიღდება ძვ.წ. პირველი საუკუნით.

რა თქმა უნდა, თითოეულ შემორჩენილ არტეფაქტს, მის სილამაზეზე მხოლოდ მიახლოებითი წარმოდგენა შეუძლია შეგვიქმნას. მეტიც, ისტორიკოსები თვლიან, რომ მისი სილამაზე გაიდეალიზირებული იყო ელინისტური კულტურიდან გამომდინარე (რომელიც ითვალისწინებდა მმართველის შელამაზებას, მის ხელოვნების ნიმუშზე გადატანისას). მარმარილოს ბიუსტზე კლეოპატრას მაღალი შუბლი, სავსე ქვედა ტუჩი და მკვეთრად შეზნექილი დიდი თვალები აქვს, რაც იმ პერიოდის სილამაზის სტანდარტებს წარმოადგენდა. 

თუ ამ გამოსახულებას მივენდობით, მას მოზრდილი და კეხიანი ცხვირი ჰქონდა მკვეთრად გამოხატული ფართო ნესტოებით. იგივე დეტალებით გამოირჩეოდა პტოლემე XII. 

უცნაურია, რომ კლეოპატრას გარეგნობასთან დაკავშირებით არც ერთი წერილობითი წყარო არაა შემორჩენილი. ძველი ბერძენი ფილოსოფოსი პლუტარქე არ მიიჩნევდა მას შეუდარებელ ლამაზმანად, იგი უფრო დიდ ყურადღებას მის ძვირფას ტანსაცმელსა და მდიდრულ სამკაულს აქცევდა.

ფაქტია, რომ კლეოპატრა თავისი ეპოქის ყველაზე ლამაზ ქალად ითვლებოდა, მისი გარეგნობის შესახებ კი დეტალური ინფორმაცია ცნობილი არაა. სწორედ ამიტომ, თანამედროვე ხელოვანები თავიანთი ეპოქის ‘სილამაზის სტანდარტების’ შესაბამის ნიშნებს მიაწერდნენ ხოლმე.

და მაინც, როგორ გამოიყურებოდა კლეოპატრა?!

დიდი ალბათობით კლეოპატრას მუქი კანი ჰქონდა და იგი თანამედროვე ეგვიპტელი ქალისგან დიდად არ განსხვავდებოდა. ასეთი ვიზუალი მას დიდად არ გამოარჩევდა.

ითვლება, რომ იგი მომხიბვლელი ქალი იყო და სწორედ ამის წყალობით შეძლო ორი რომაელი მთავარსარდლის, იულიუს კეისრისა და მარკუს ანტონიუსის გულის დაპყრობა. კლეოპატრა ერუდირებული იყო, იცოდა რამდენიმე ენა. XVIII – XIX საუკუნის ფერმწერები მას ტრაგიკულ პერსონაჟად აღწერდნენ, რომელმაც ღირსების შელახვას სიკვდილი არჩია. არსებობს რამდენიმე ლეგენდა, რომლის მიხედვითაც მან შხამიან გველს მოაკვლევინა თავი. სიკვდილის ეს ‘ატრიბუტი’ ეგვიპტის უკანასკნელ დედოფალს თანამედროვე ლიტერატურასა და ნახატებში ხშირად ‘ახლავს თან’.

 

Facebook Comments Box

გირჩევთ