მსოფლიოში ყველაზე დიდი კუ – Archelon ischyro

დღესდღეობით მსოფლიოში ყველაზე დიდი კუს წოდება სპილოსებრი კუს სახეობას მიეკუთვნება. ორმეტრიან არსებასთან შეხვედრა ყველას გააოცებს, თუმცა, სპილოსებრი კუ მინიატურულად მოგეჩვენებოდათ მის გიგანტურ წინაპართან – არქელონთან. სტატიაში წარმოგიდგენთ მსოფლიოში ყველაზე დიდ კუს – Archelon ischyros-ს

დღემდე შემორჩენილი არქელონის ნეშტები მიეკუთვნება ცარცულ პერიოდს (ძვ.წ. 70 მილიონი წელი). როგორც ჩანს, 2 ტონიანი, გიგანტური კუ ორი პერიოდის, ცარცულის და იურულის გასაყარზე გადაშენდა.

საინტერესოა ის, რომ არქელონების ნეშტები კარგად არის შენახული. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ისინი გარდაიცვალნენ ზღვის ფსკერზე და მარილიანმა წყალმა ისინი კარგად შეინახა. როგორც ჩანს, გიგანტური კუ იშვიათად ამოდიოდა წყლის ზედაპირზე – რამდენიმე საათში ერთხელ, ჩასასუნთქად. ხმელეთზე კი კვერცხის დასადებად გამოდიოდა.

არქელონის თავის ქალა სიგრძეში დაახლოებით 70სმ. იყო და მისი ბოლო, მტაცებელი ფრინველების ნისკარტს წააგავდა. თუმცა ცარცული პერიოდის გიგანტს ყველაზე შთამბეჭდავი მაინც წინა კიდურები ჰქონდა, რომლის შლილიც 5 მეტრამდე აღწევდა და რომელიც ძირითად გადაადგილების საშუალებად გამოიყენებოდა როგორც წყალში ისევე ხმელეთზე.

აღსანიშნავია ისიც, რომ ერთ-ერთ ჩონჩხს უკანა კიდური აკლია. არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ ეს არქელონისა და პრეისტორიული ზვიგენის ან მეზოზავრის ბრძოლის შედეგია. გასაოცარია ის ფაქტი, რომ კიდურის დაკარგვის შემდეგ, არქელონი კიდევ დიდხანს ცოცხლობდა, რაც იმის ნიშანია, რომ ბრძოლა მის სასარგებლოდ დასრულდა.

 

Facebook Comments Box

გირჩევთ