რას გვიმზადებს 2023 წელს კინოსამყარო ?!

პანდემიის შემდეგ კინომოყვარულებს პატარა პაუზის გაკეთება მოუწიათ, რეჟისორებს არ ეცალათ, უამრავი ფილმის პრემიერა გადაიდო, თუმცა დროსთან ერთად ყველაფერი დალაგდა და კინოინდუსტრიამაც გამოიღვიძა. სტატიაში გაგაცნობთ, რას გვიმზადებს კინოინდუსტრია 2023 წელს.

Aquaman and the Lost Kingdom

2018 წელს DC კომიქსების მიხედვით გადაღებულ ფილმ “აქუამენს” დიდი წარმატება ხვდა წილად. ფილმმა $1.14 მილიარდი გამოიმუშავა. არტურ კარის ისტორიის გაგრძელებაზე ჯერჯერობით ბევრი არაფერია ცნობილი, თუმცა სიქველის სიუჟეტი ატლანტიდას და სამყაროს გადარჩენას მიეძღვნება.

Napoleon

ოსკაროსანი ჰოაკინ ფენიქსი რიდლი სკოტის ფილმში ნაპოლეონის სახით წარგვიდგება. ფილმის სიუჟეტი იმპერატორის რთულ აღმავლობის პერიოდზე მოგვითხრობს. გათვალისწინებული იქნება მისი სასიყვარულო ისტორიაც, ჟოზეფინას როლს ვანესა კირბი მოირგებს.

Asterix & Obelix: The Middle Kingdom

ამჯერად, ზებუნებრივი ძალებით დაჯილდოებული ასტერიქსი და ობელიქსი ჩინეთში გაემგზავრებიან. გმირები დაეხმარებიან პრინცესას ტახტზე ასვლაში. ჯერჯერობით ფილმზე ბევრი რამ არ არის ცნობილი, თუმცა, იულიუს კეისარის როლში ვინსენ კასელს ვიხილავთ.

Dungeons & Dragons: Honor Among Thieves

ქარიზმატული ქურდი მეგობრებთან ერთად დაკარგული რელიქვიის დასაბრუნებლად გაემგზავრება. თამაშის “Dungeons and Dragons” მოყვარულები თავად დარწმუნდებიან იმაში, თუ რამდენად კარგად მოირგეს როლები კრის პაინმა და ჰიუ გრანტმა. “თრეილერი” ვფიქრობთ, საკმაოდ საინტერესოდ გამოიყურება

Killers of the Flower Moon

თრილერი, რომელიც გასული საუკუნის 20-იანი წლებისერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ გამოძიებას მიეძღვნა. ინდოელთა დასახლებაში ნავთობის საბადო აღმოაჩინეს, ადგილობრივები გამდიდრდნენ, თუმცა მოგვიანებით აქ მისტიური მკვლელობები დაიწყო. მარტინ სკორსეზეს საყვარელი მსახიობები, ლეონარდო დი კაპრიო და რობერტ დენირო ფილმის მთავარი გმირები იქნებიან.

Wonka

ფილმზე ცოტა რამ არის ცნობილი, თუმცა ვიცით, რომ მასში ვილი ვონკას თინეიჯერობა იქნება აღწერილი. შოკოლადების ქარხნის შეუდარებელ მეპატრონე ვონკას მსახიობი ტიმოთი შალამე შეასრულებს

John Wick: Chapter 4

IMDB რეიტინგის მიხედვით, ლეგენდარული სერიული მკვლელის, ჯონ ვიკის ფრანშიზის მეოთხე ნაწილი მეორე ადგილს იკავებს. სიუჟეტზე ცნობილი ჯერჯერობით მხოლოდ ის არის, რომ ჯონ ვიკი კრიმინალური სამყაროს უფროსებს დაუპირისპირდება. თუმცა, იმისთვის რომ ჯონ ვიკმა თავისუფლება მიიღოს, იგი ახალ ძლევამოსილ მტერს უნდა დაუპირისპირდეს.

Guardians of the Galaxy Vol. 3

2023 წელს მარველის კინოსამყაროშიც შეაქვს სიახლეები. გალაქტიკის მცველების მესამე ნაწილი მოგვითხრობს პიტერ ქვილის ისტორიის გაგრძელებას, რომელიც ჯერ ვერ შეეგუა გამორას დაკარგვას. ახალი მისია საკმაოდ საშიშია, არ არის გამორიცხული რომ ის გალაქტიკის მცველების ზოგიერთი წევრისთვის უკანასკნელიც იყოს.

Facebook Comments Box

გირჩევთ