მსოფლიოში პირველი “რობოტი ადვოკატი” 2023 წლის თბერვალში სასამართლოს წინაშე პირველად წარსდგება სიჩქარის გადაჭარბების საქმეს.
“რობოტი ადვოკატის” სახელით ცნობილი ხელოვნური ინტელექტი შექმნა სტარტაპმა “DONOTPAY“-მ და მათი ქმნილება სასამართლო პროცესის ყველა დეტალს გაეცნობა სმარტფონის დახმარებით. იგი მოისმენს ორივე მხარის არგუმენტაციას და დეტალური ანალიზის შედეგად, რომელიც ითვალისწინებს მსგავსი შემთხვევების შესწავლას, გასცემს მითითებებს თუ რა უნდა თქვას ბრალდებულმა.
როგორც უკვე ვთქვით, “რობოტი ადვოკატი” სასამართლოს წინაშე 2023 წლის თებერვალში წარსდგება, თუმცა ზუსტად რომელ სასამართლო დარბაზში ჩატარდება სხდომა ჯერჯერობით არ არის ცნობილი.
როგორც ცნობილია, “DONOTPAY”-სა და ბრალდებულს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც იგი მხოლოდ ხელოვნური ინტელექტის მიერ დაგენერირებულ წინადადებებს გააჟღერებს სასამართლოში. წაგების შემთხვევაში კი კომპანია გადაიხდის ჯარიმას სრულად.
“რობოტი ადვოკატი” თავდაპირველად ‘ჩატბოტის’ სახით შეიქმნა, რომელიც იურიდიულ კონსულტაციას უწევდა მომხმარებლებს, თუმცა მისმა შემქმნელმა, ჯოშუა ბროუდერმა 2020 წელს ‘ჩატბოტის’ ხელოვნური ინტელექტის მქონე პროგრამად გადაკეთებაზე დაიწყო მუშაობა.
“რა თქმა უნდა კარგი იურისტები ყოველთვის იარსებებენ, თუმცა, ვფიქრობ, ჩვენი “რობოტი იურისტი” ჩაანაცვლებს მათ, ვინც მხოლოდ დოკუმენტაციის შეგროვებასა და კოპირებაში დიდ თანხას ითხოვს” – განაცხადა ბროუდერმა
ბროუდერის თქმით, ხელოვნური ინტელექტი პირველ რიგში დაიწყებს საქმეში არსებული მასალის შესწავლას. შესწავლილი მასალის მიხედვით შეადგენს იურიდიულად გამართულ წერილს და თუ საქმის წარმოებისას რაიმე ხარვეზს აღმოაჩენს, სასამართლო დავის დროს ამას მაქსიმალურად გამოიყენებს.