რამდენს შოულობენ კიბერსპორტსმენები?

კომპიუტერული თამაშები უკვე დიდი ხანია ახალგაზრდული (და არა მხოლოდ) ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. უფრო მეტიც, ‘გეიმინგი’ არა მხოლოდ ცხოვრების სტილი, არამედ შემოსავლის წყაროცაა.დამწყები კიბერსპორტსმენები 300-1500 დოლარს შოულობენ YouTube-ის ან Twitch-ის დახმარებით, პროფესიონალები კი რამდენიმე ათას დოლარს ყოველთვიურად.

სტატიაში განვიხილავთ, რამდენს შოულობენ კიბერსპორტსმენები, რომელი ტურნირებია ყველაზე ანაზღაურებადი და რომელი კომპიუტერული თამაშები სარგებლობენ ყველაზე დიდი პოპულარობით კიბერსამყაროში

ვინ არიან კიბერსპორტსმენები და რა არის მათი შემოსავლის წყარო?!

კიბერსპორტსმენი არის ადამიანი, რომელსაც აქვს დიდი გამოცდილება და უნარი ამა თუ იმ კომპიუტერულ თამაშში. ისინი გამოდიან სხვადასხვა დასპონსორებულ ტურნირებზე გუნდურად ან ინდივიდუალურად და იგებენ წილს საპრიზო ფონდიდან, რომელსაც ტურნირის სპონსორი განსაზღვრავს.

პროფესიონალურ კიბერსპორტში გამოარჩევენ შემდეგ თამაშებს : League of Legends ; Fortnite ; Counter Strike; Overwatch; Call of Duty და Dota 2. ჩემპიონატები შემოსავალს არა მხოლოდ სპონსორებისგან არამედ აზარტული თამაშების საიტებისგანაც იღებენ, რომლებზეც შეგიძლიათ განათავსოთ ფსონები და შეარჩიოთ რომელი გუნდი მოიპოვებს გამარჯვებას.

მაღალ ანაზღაურებას ძირითადად პოპულარული თამაშების დისციპლინაში იღებენ და სპორტსმენების შემოსავალი არა მხოლოდ ჩემპიონატის საპრიზო ფონდით არამედ სარეკლამო კონტრაქტითაც განისაზღვრება. სპორტსმენები სხვადასხვა ბრენდებისა და კომპანიების ‘ამბასადორები’ ხდებიან რაც დამატებით შემოსავალს ნიშნავს.

რომელ კომპიუტერულ თამაშში შეიძლება ყველაზე მაღალი ანაზღაურება?

როგორც უკვე გითხარით, ის, თუ რა თანხას გამოიმუშავებს სპორტსმენი, დამოკიდებულია კომპიუტერულ თამაშზე და მის პოპულარობაზე.

  • DOTA 2 – კომპიუტერული თამაშების უპირობო ლიდერი კიბერსპორტში. ბოლო მონაცემებით, თამაშის ჯამური საპრიზო ფონდი $234 მილიონს შეადგენდა. თამაშს 1526 ოფიციალური ტურნირი აქვს და ტურნირებში 4000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობს.
  • Counter-Strike: Global Offencive – ‘შუთერის’ ჟანრის ყველაზე პოპულარული წარმომადგენელი $117 მილიონიან ჯამურ საპრიზო ფონდს გთავაზობთ. თამაშს ყველაზე დიდი რაოდენობის სპორტსმენები ჰყავს და იგი 14 000 ‘გეიმერს’ ითვლის.
  • Fortnite – ზემოთ ხსენებული თამაშებისგან განსხვავებით Fortnite ყველაზე ‘ახალგაზრდა’ და სწრაფად განვითარებადი თამაშია, რომლის ჯამური საპრიზო ფონდიც $106 მილიონია.

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ‘გეიმერები’

დადგა დრო გაგცეთ პასუხი შემდეგ შეკითხვაზე, რამდენს შოულობენ ‘გეიმერები’ რომლებსაც საუკეთესოს ტიტული არა მხოლოდ ტურნირზე გამარჯვებამ არამედ ხალხმაც მიანიჭა?!

  • ტაილერ “NINJA” ბლევინსი (Fortnite)

ტურნირებში ტაილერ ბლევინსმა, მეტსხელად “NINJA”-მ $17 მილიონი დოლარი უკვე გამოიმუშავა. ამ თანხაში შედის არა მხოლოდ საპრიზო ფონდი, არამედ მონაწილეობის ანაზღაურებაც. “NINJA”-ს შემოსავალი YouTube არხიდანაც აქვს და მისი არხი SocialBlade-ის მონაცემების მიხედვით დაახლოებით $435 000 შოულობს წელიწადში.

  • იოჰან “N0tail” სუნდშტაინი (DOTA 2)

პროფესიონალი ფინელი მოთამაშე ცნობილი გახდა “The International”-ისა და “The Major”-ის ტურნირების მოგების შემდეგ. Forbes-ის უკანასკნელი მონაცემების მიხედვით მისი ჯამური შემოსავალი $7,2 მილიონს შეადგენს.

  • ესსე “JerAx” ვაინიკკა (DOTA 2)

“Jerax”-მა კარიერის განმავლობაში უკვე გამოიმუშავა $6 მილიონზე მეტი დოლარი. მას იოჰან სუნდშტაინის მსგავსად, არაერთხელ აუწევია “The International”-ის თასი.

:

 

Facebook Comments Box

გირჩევთ