სერიალები, რომლებსაც 2023 წლის იანვრიდან ვიხილავთ

კინოინდუსტრია სერიალების გამოშვებით ფილმებთან შედარებით უფრო მეტ ფულს შოულობს. ეს გასაკვირიც არაა, სერიალები ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა, განსაკუთრებით კოვიდ პანდემიის პერიოდში. სტატიაში წარმოგიდგენთ სერიალებს, რომლებსაც 2023 წლის იანვრიდან ვიხილავთ.

Kaleidoscope (Netflix)

  • კალეიდოსკოპი, მიუხედავად სათაურისა, არ იქნება არეული სიუჟეტის მქონე სერიალი. მასში ქარიშხალი “სენდის” დროს მომხდარი ძარცვა იქნება აღწერილი. თხრობის სტილი საკმაოდ უჩვეულო იქნება. 70 მილიარდი დოლარის ღირებულების ობლიგაციების ძარცვაზე სხვადასხვა ისტორიას ვიხილავთ. ეს ისტორიები ერთ საერთო სიუჟეტს შექმნიან და სრულ ისტორიასაც გავიგებთ.

The Rig (Amazon Prime)

  • “თაგვმა თხარა თხარაო…” – ალბათ ეს ფრაზა იდეალურად მოუხდებოდა ამ სერიალს. მბურღავებმა თავიანთი სმენა თითქმის დაასრულეს, თუმცა სიუჟეტი სტივენ კინგისეულ საშინელებათა ჟანრის ისტორიას დაემსგავსება. აქამდე არნახული მონსტრების წინააღმდეგ ბრძოლა პროფესიონალი მბურღავების გუნდს მოუწევს. ერთი სიტყვით – დატკბით ‘თრეილერით’

The Last of Us (HBO)

  • ეს სერიალი განსაკუთრებულ წარდგენას არ საჭიროებს. იგი საკმაოდ ცნობილი კომპიუტერული თამაშის მიხედვით იქნება გადაღებული. საკულტო თამაშის პოსტაპოკალიპტურ სამყაროს HBO შეეჭიდა. შეგახსენებთ, რომ თამაშში სიუჟეტი პანდემიის შემდგომ სამყაროში ვითარდება, სადაც სოკო კორდიცეფსმა ადამიანები მუტანტებად გადააქცია.

Accused (FOX)

  • ერთი შეხედვით უწყინარი ადამიანების დანაშაულებრივი ცხოვრების ისტორიები. ფილმში თითოეული ეპიზოდში გაიგებთ თუ რამ შეიძლება აიძულოს ადამიანი ჩაიდინოს დანაშაული.

ExtraOrdinary (HULU)

  • სერიალში ალტერნატიული რეალობაა ასახული. მთავარი გმირი, ჯეინი 18 წლის ასაკში, ისევე როგორც ყველა თანატოლი სუპერ შესაძლებლობებისს მიღებას ელოდება. ამ სამყაროში ‘მაგნეტოს’ ოცნება ასრულდა, აქ ყველა მუტანტია ჯეინის გარდა. იქნებ მისი სუპერ შესაძლებლობა იმაში მდგომარეობს რომ მას არანაირი ძალა არ აქვს ?! – ამ ყველაფერს იანვარში გავიგებთ.

ALLABOUT.GE სასიამოვნო დროის გატარებას გისურვებთ, გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები და გაუზიარეთ სერიალები თქვენს მეგობრებს.

 

Facebook Comments Box

გირჩევთ