რას ვუყუროთ ახალ წელს თუ “მარტო სახლში” მოგვბეზრდა?

საახალწლო არდადეგები ახლახანს დაიწყო. საჩუქრები უკვე გახსნილია, მილოცვებიც მიიღეთ და მეგობრებთან დროც გაატარეთ, მაგრამ “მარტო სახლში” უკვე მოგბეზრდათ და იმდენად საინტერესოდაც აღარ გეჩვენებათ? მაშინ ამ სტატიაში გაგაცნობთ უახლეს ფილმებს საახალწლო განწყობის გასაუმჯობესებლად ♥ ჩაუჯექით, ALLABOUT.GE გირჩევთ:

SPIRITED (2022)

  • IMDB რეიტინგი – 6,6
  • ჩარლზ დიკენსის გენიალური ნაწარმოების თანამედროვე ვერსია, რომლის მიხედვითაც ახალი წლის დადგომამდე, წარსულის, აწმყოს და მომავლის სულები ერთ ადამიანს ეხმარებიან სწორი გზისა და საკუთარი თავის პოვნაში. ამჯერად, ეს ბედნიერი ადამიანი აღმოჩნდება ბიზნესმენი კლინტ ბრიგსი. თუმცა, სიუჟეტის მიხედვით ყველაფერი გეგმის მიხედვით არ მიდის. ბიზნსესმენი აწმყოს სულს გადმოიბირებს, რომელსაც “მოწესრიგებული” ცხოვრება უკვე ყელში აქვს ამოსული.

The Santa Clauses (2022)

  • IMDB რეიტინგი – 6,3
  • მთელი ცხოვრების განმავლობაში 65 წლის სკოტ კალვინი, ასევე ცნობილი როგორც სანტა-კლაუსი აბედნიერებდა ადამიანებს და ყოველ წელს ჩუქნიდა მათ საჩუქრებს. თუმცა, ასაკთან ერთად მან პენსიაზე გასვლა დააპირა, თუმცა სანტასთვის პენსიაზე გასვლა მარტივი ნამდვილად არ არის. ფილმი მოგვითხრობს ისტორიას იმის შესახებ, თუ რამდენად რთულია სანტას შემცვლელის პოვნა და რა როლი აქვს ოჯახს ადამიანის ცხოვრებაში.

A Christmas Story Christmas (2022)

  • IMDB რეიტინგი – 6,8
  • ეს საოჯახო კომედია 1983 წლის ამავე სახელით ცნობილი ფილმის ‘სიქველია’. ამჯერად, მთავარი გმირი, რალფი, უკვე დიდი კაცია. რალფს კარგი სამსახური აქვს, არაჩვეულებრივი მეუღლე და ბავშვები და ალბათ სრული უფლება აქვს თქვას, რომ ბედნიერი ადამიანია. ფილმი მოგვითხრობს რალფის მცდელობაზე, რომ ოჯახს მოუწყოს დაუვიწყარი საშობაო დღესასწაული, თუმცა ეს ნამდვილად არ არის მარტივი.

Your Christmas or Mine? (2022)

  • IMDB რეიტინგი – 6,4
  • ჰეილი და ჯეიმსი ახალგაზრდა წყვილი არიან და ისინი შობის ცალ-ცალკე გატარებას გადაწყვეტენ. მოულოდნელად, ორივე მიხვდება რომ 3 კვირიანი ცალკე ყოფნა აუტანელი იქნება. სწორედ ამ დროს, უკვე მატარებელში ჩამსხდარი ჰეილი გადაწყვეტს ჯეიმსისთვის სიურპრიზის მოწყობას და მის ოჯახში მისვლას, ჯეიმსი კი თავის მხრივ ჰეილის ოჯახს ესტუმრება. სიუჟეტი საკმაოდ ბევრ გასაღიმ მომენტს გაჩუქებთ.

Teddy’s Christmas (2022)

12 свежих новогодних фильмов, которые даже унылому Гринчу обеспечили бы праздничное настроение

  • IMDB რეიტინგი – 6,5
  • ერთერთ საშობაო ბაზარზე მარიანნა აღმოაჩენს გაცოცხლებულ სათამაშო დათუნია ტედის. მარიანა მთელი ცხოვრება ოცნებობდა მსგავს მეგობარზე, ამიტომაც მის მოგებას გადაწყვეტს. მოხერხებული ტედი კი მაქსიმალურად ცდილობს, რომ მდიდრების ოჯახში მოხვდეს და ყველაფერს აკეთებს ამისთვის. თუმცა მარიანნა მარტივად არ ნებდება.
Facebook Comments Box

გირჩევთ