2023 წელი ბევრ “გეიმინგ” სიახლეს გვპირდება, რომლებშიც გათვალისწინებულია როგორც ის თამაშები, რომლებიც ადრეულ წვდომას გვთავაზობენ, ასევე ოფიცალური რელიზები და თამაშებიც, რომელთა ანონსიც ჯერ კიდევ წლების წინ გაკეთდა.
DEAD ISLAND 2
2014 წელს, ანონსის შემდეგ, Dead Island 2-ს იმდენი პრობლემა შეექმნა, რომ მოთამაშეები უკვე აღარც ელოდნენ მის გამოსვლას. 2022 წლის აგვისტოში კი დეველოპერებმა ხელახლა დააანონსეს ზომბი თამაში. თამაშის თრეილერი 4 თვის წინ დაიდო GameSpot-ის არხზე და საინტერესო ის არის, რომ 28 აპრილს, გამოსვლის დღიდანვე, იგი ხელმისაწვდომი იქნება Playstation, Xbox, PC და EGS პლატფორმებზე.
ALAN WAKE II
ერთი წლის წინ ნაჩვენები თრეილერიდანვე, Alan Wake-ის ფანები მიხვდნენ, რომ Remedy თამაშის სიქველს გეგმავს. შემქმნელებმა კონკრეტული თარიღი არ დაასახელეს, თუმცა დაადასტურეს, რომ Alan Wake 2-ს მომხმარებლები 2023 წელს იხილავენ თავიანთ ეკრანებზე. თამაში ხელმისაწვდომი იქნება PS5, Xbox Series და PC პლატფორმებზე.
S.T.A.L.K.E.R. 2: Heart of Chornobyl
S.T.A.L.K.E.R. 2 ის თამაშია, რომლის გამოსვლაც რამდენჯერმე გადაიდო, თუმცა ნამდვილი ‘გეიმერები’ მას მაინც ყოველთვის ელოდნენ. თამაშის გამოსვლა დაგეგმილი იყო დეკემბერში, თუმცა უკრაინაში 2022 წლის თებერვალს დაწყებული ომის გამო თამაშის გამოსვლა რა თქმა უნდა გადაიდო. GSC Game World იძულებული გახდა გადაედოთ ოფიციალური რელიზი, რომელიც, სავარაუდოდ 2023 წელს შედგება. თამაში ხელმისაწვდომი იქნება Xbox Series, PC და Game Pass პლატფორმებზე.
HOGWARTS LEGACY
ჰარი პოტერის ჯადოსნური სამყაროს გარეშე, ვფიქრობთ, ვერცერთი ახალი წელი ვერ ჩაივლის. ამ სტატიის ბოლოს კი სწორედ პოტერიადის გაგრძელებას, ან უფრო სწორედ პრიქველს გავუსვამთ ხაზს. თამაშში Hogwarts Legacy მოქმედება მე-19 საუკუნეში ხდება, ბევრად უფრო ადრე, ვიდრე იმ ბიჭის ისტორია, “რომელიც გადარჩა”.
უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში, თამაშის შემქმნელებმა რამდენჯერმე გვაჩვენეს თამაშის პროცესი: გვაჩვენეს როგორ უნდა შევქმნათ პერსონაჟი, როგორი იქნება ჰოგვართსის სკოლის ვიზუალი, როგორია ცოცხზე ფრენის ფიზიკა და ა.შ. Hogwarts Legacy გამოვა 2023 წლის 10 თებერვალს და ხელმისაწვდომი იქნება PS5, Xbox Series და PC პლატფორმებზე. თუმცა 4 აპრილიდან თამაშს შეძლებთ PS4, Xbox One პლატფორმებზეც.
Final Fantasy XVI
“Final Fantasy”-ის ლეგენდალური საგა გრძელდება. მანამ, სანამ Square Enix-ის ერთი გუნდი მე-7 ნაწილის ‘რემეიქზე’ მუშაობს, Final Fantasy XVI 22 გახდება ხელმისაწვდომი PS5 პლატფორმაზე. თამაშს M რეიტინგი ექნება, რაც იმას მიანიშნებს რომ მასში ‘ჰორორ’ ჟანრის ელემენტებს ხშირად ვიხილავთ.
თამაშის მოქმედება მიმდინარეობს “ვალისტეას” სახელით ცნობილ სამყაროში, რომელიც 6 სამეფოდ არის დაყოფილი. სამეფოებს შორის დაძაბულ ურთიერთობას კიდევ უფრო გაამწვავებს გავრცელებული ჭირი. თამაშის მთავარი გმირები იქნებიან არისტოკრატი ძმები – ჯოშუა და კლაივ როსფილდები და მათთან ერთად გაზრდილი ჯილი ვარრიკი.
Star Wars Jedi: Survivor
კელ კესტისის თავგადასავლებმა Star Wars Jedi: Fallen Order-ში “ვარსკვლავური ომების” ყველა ერთგული გულშემატკივარი გაახარა. ამის შემდეგ, გასაკვირი არ არის,რომ დეველოპერებმა მალევე დააანონსეს Star Wars Jedi: Survivor-ის გამოსვლა 2023 წლის 17 მარტს PS5, Xbox Series და PC პლატფორმებზე.
“Survivor”-ში, სადაც მოქმედება წინა თამაშიდან 5 წლის შემდეგ ვითარდება – მთავარი გმირი ბევრად უფრო დახვეწილია საბრძოლო ხელოვნებაში, თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ სამყარო ბევრად უფრო საშიში გახდა. იმპერია ძლიერდება რის გამოც კელ კესტილის ისტორია ბევრ დაძაბულ მომენტს გვაჩუქებს.