2023 წელი მეტავერსისთვის გარდამტეხი იქნება

ტექნოლოგიური სამყარო დღითიდღე ვითარდება. 2022 წელს უამრავი ვირტუალური რეალობის მხარდამჭერი აპლიკაცია და მოწყობილობა ვიხილეთ. VR სათვალეების დახმარებით ვირტუალური სამყაროს დათვალიერება ბევრად უფრო კომფორტული და რეალისტური გახდა. 2023 წელი თავის მხრივ, უამრავ სიახლეს გვპირდება

გაფართოებული რეალობის (Extended Reality) დახვეწა სწორედ 2023 წლისთვის არის მოსალოდნელი. კომპანია Apple ვირტუალური რეალობის მხარდამჭერ მოწყობილობას შემოგვთავაზებს, რომელიც, როგორც კომპანია აცხადებს, ყველას გააოცებს. Meta’s Quest 3 გამოსვლა დადასტურებულია, PlayStation VR2 კი თებერვალში გამოვა.

ფაქტია, რომ მეტასამყარო (Metaverse) დროსთან ერთად ფართოვდება, თუმცა ეს გაფართოება მხოლოდ იმის პროპორციული იქნება თუ რამდენად მაღალი იქნება სოციალური მიმღეობა. უნდა ითქვას ისიც, რომ თუ VR მოწყობილობები არ განვითარდებიან და არ დაიხვეწებიან, მომხმარებლებს გაუჭირდებათ მეტავერსში დიდი დროის გატარება, ამიტომ საინტერესოა, რა სიახლეებს შემოგვთავაზებს 2023 წელი VR მოწყობილობების თვალსაზრისით.

Pimax 12K QLED

Pimax წელს ყველაზე აქტიური კომპანია იყო და წარმოგვიდგინა რამდენიმე სიახლე, მათ შორის ერთერთი Pimax 12K Qled იყო. აღნიშნული VR სათვალეების რელიზი 2022 წლის მეოთხე კვარტალში უნდა ყოფილიყო, თუმცა, გუნდის ამბიციებიდან გამომდინარე ოფიციალურ რელიზს 2023 წელს უნდა ველოდოთ.

  • Pimax 12K Qled გვთავაზობს ჰორიზონტალურ 200° და 135° ვერტიკალურ FOV-ს;
  • თვალების Tracking-ს;
  • Snapdragon XR2-ს;
  • ავტონომიურ რეჟიმს / PC VR;

PlayStation VR 2

PSVR2-ის რელიზი 2023 წლის 22 თებერვალს არის დაგეგმილი. Sony-მ რელიზის დღესთან დაკავშირებით მოამზადა რამდენიმე ექსკლუზიური თამაში, მათ შორის Horizon Call of the Mountain. მოწყობილობა PS ძველ ვერსიებთან შეუთავსებელია, შესაბამისად PS4-ის მფლობელებს განახლება მოუწევთ. ცოტა ხნის წინ კი გავრცელდა ჭორები, რომ Sony PSVR2-ს PC მხარდაჭერასაც მისცემენ გაყიდვების მოსამატებლად.

  • საორიენტაციო ფასები: ამერიკაში $ 550 ; ევროპაში $ 600; PSVR 2 + თამაში Horizon Call of the Mountain $ 650

Apple Reality One

არაოფიციალური წყაროებიდან ცნობილია APPLE-ს VR სათვალეების სახელი – Apple Reality One, რომელზეც შემდეგი რამ არის ცნობილი:

  • მოწყობილობას ექნება 14 კამერა
  • მოწყობილობა დააგენერირებს რეალისტურ “ავატარებს” რომელიც მიმიკებს გაიმეორებს
  • სათვალე იქნება ავტონომიური და არ მოითხოვს Apple-ის სხვა მოწყობილობებთან დაკავშირებას
  • კომპანია არ გეგმავს კონტროლერების გამოშვებას. მოწყობილობის მართვა ე.წ. Hand Trecking-ით იქნება შესაძლებელი
  • საორიენტაციო ფასი: 2 000-3 000$
  • წინასწარი შეკვეთების მიღების სავარაუდო თარიღი: 2023 წლის მეორე კვარტალი.

აღნიშნული მოწყობილობები მეტავერსის გაფართოების შანსს ზრდის. დიდი ალბათობით მომხმარებელთა რაოდენობა გაიზრდება, მეტავერსი უფრო გლობალურ მასშტაბებს მიიღებს და ამასთან ერთად მასში გატარებული დროის მკვეთრი ზრდაც არის მოსალოდნელი.

Facebook Comments Box

გირჩევთ