2023 წლის კოსმოსური ოდისეა

2022 წელი ნამდვილად ღირსშესანიშნავი იყო, თავისი აღმაფრენებითა და დაღმასვლებით, თუმცა ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა. 2023 წელი საკმაოდ საინტერესო კოსმოსურ პროექტებს გვთავაზობს, ამ სტატიაში კი ხუთ მათგანს შემოგთავაზებთ.

Jupiter Icy Moons Explorer

აპრილში, ESA აპირებს Jupiter Icy Moons Explorer-ის (JUICE) აპარატის გაშვებას, რომელიც ევროპაში პირველი რობოტიზირებული მისია იქნება იუპიტერის მიმართულებით. JUICE იუპიტერის ორბიტას 2031 წელს მიუახლოვდება და მის თანამგზავრებს, ევროპას, განიმედას და კალისტოს გამოიკვლევს.

Starship SpaceX

მიუხედავად იმისა, რომ კომპანია SpaceX-ს ჯერ არ გამოუცხადებია კონკრეტული თარიღი, სავარაუდოდ, Starship-ის პირველი ორბიტალური ფრენა სწორედ 2023 წელს არის დაგეგმილი. ეს იქნება ყველაზე ძლიერი “რაკეტამზიდი”, რომელიც 100 ტონამდე ტვირთის აწევას შეძლებს დედამიწის ორბიტაზე. Starship ორკომპონენტიანი სისტემაა, რომელიც ამავე სახელწოდების ჰომალდისგან და რაკეტა Super Heavy-სგან შედგება. ფრენა 2022 წლის სექტემბერში იყო დაგეგმილი, თუმცა რამდენჯერმე გადაიდო.

DearMoon

ეს ის პროექტია, რომელსაც ალბათ ყველაზე მეტად უნდა ველოდოთ. პროექტი DearMoon ტურისტებს გააგზავნის ექვს დღიან მოგზაურობაში დედამიწიდან მთვარემდე და უკან. აღნიშნული პროექტის წარმატება დამოკიდებულია Starship-ის წარმატებაზე, რადგან ფრენა სწორედ ამ ჰომალდის დახმარებით არის დაგეგმილი. პროექტს აფინანსებს იუსაკუ მაედზავოი, პირველ ფრენაში კი ბიზნესმენთან ერთად, კონკურსის შედეგად, 8 ტურისტი მიიღებს მონაწილეობას.

OSIRIS-REX

პროგრამა OSIRIS-REX გეგმავს დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი “BENNU”-ს შესწავლას. ეს NASA-ს პროექტია და მისიის მთავარი მიზანი ასტეროიდის ზედაპირის ნიმუშების დედამიწაზე ჩამოტანა და შემდგომი შესწავლაა. OSIRIS-REX ამ ეტაპზე დედამიწისკენ მოემართება, მას ერთ კილოგრამამდე ასტეროიდული მასალა ჩამოაქვს და თუ ყველაფერი ისე ჩაივლის, როგორც დაგეგმილია, იგი იუტის შტატის უდაბნოში 24 სექტმებერს დაეშვება.

SKYROOT AEROSPACE

SKYROOT AEROSPACE რომელმაც 2022 წლის ნოემბერში “VIKRAM-S”-ის რაკეტა გატესტა, გახდება პირველი კერძო კომპანია, რომელსაც ორბიტაზე საკუთარი თანამგზავრი ეყოლება. კომპანია გეგმავს კერძო კოსმოსური რაკეტების გაშვების ხარჯის შემცირებას მათი 3D პრინტერზე დაბეჭდვის ხარჯზე

Facebook Comments Box

გირჩევთ