ELECTREON უსადენო დამტენების მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც წამყვანი ტექნოლოგიების გამოყენებით, გერმანიაში, კომერციულ და საქალაქო ელექტრო ტრანსპორტს უსადენოდ, გადაადგილებისას დატენის.
ტრანსპორტი უსადენოდ, როგორც მოძრაობისას ასევე უძრავ მდგომარეობაში დაიტენება. ELECTREON მუშაობს ქალაქებთან და ავტოპარკის ოპერატორებთან ელექტრომობილების პოპულარიზაციის მიზნით. ასე ელექტრომობილების მფლობელებს მოეხსნებათ სტრესი იმასთან დაკავშირებით თუ რამდენ ხანს გაძლებს ბატარეა.
პროექტი ქალაქ ბალინგენში განხორციელდება და იგი ორი ეტაპისგან შედგება. პირველ ეტაპზე დაიგება 400 მეტრის სიგრძის გზა, რომლის თავსა და ბოლოშიც სტატიკური დამტენები დამონტაჟდება. მეორე ეტაპზე გზას 600 მეტრიანი მონაკვეთიც დაემატება.
- “ბალინგენის პროექტი აჩვენებს, თუ როგორ ინოვაციურად და თანმიმდევრულად ვმუშაობთ გერმანიაში ელექტრომობილურობის წასახალისებლად. ჩვენ გვაქვს ჰოლისტური მიდგომა და გვსურს, უსადენო დატენვის ტექნოლოგია გერმანულ საზოგადოებრივ ტრანსპორტს მოვარგოთ. ამისათვის საჭიროა ხელისუფლების, ენერგოქსელის ოპერატორების, ავტობუსების ოპერატორებისა და საზოგადოების ამ ტექნოლოგიის შესაძლებლობებში დარწმუნება. როგორც მოწინავე მწარმოებლები, მოხარულები ვართ, რომ ENBW ამ იმედისმომცემი პროექტის ნაწილია ისეთ პარტნიორებთან ერთად, როგორიც ELECTREON და კარლსრუეს ტექნოლოგიის ინსტიტუტია”, — განაცხადა ENBW-ის კვლევის განყოფილების ხელმძღვანელმა მაქსიმილიან არნოლდმა
Facebook Comments Box