საინტერესო და უცნაური ვებგვერდები

ინტერნეტ სივრცეში ყოფნა ხანდახან შეიძლება მოსაბეზრებელი გახდეს. ალბათ თითოეული მომხმარებლის “ბრაუზერში” მოიძებნება ისეთი საიტი, როგორიცაა YouTube, Facebook, TikTok და ა.შ. მაგრამ დარწმუნებულები ვართ, ბევრს არ სმენია იმ საიტებზე, რომლებსაც, მაგალითად, მარტივად შეუძლიათ გემოვნებიანი მუსიკა შეგირჩიონ იმაზე დაყრდნობით თუ რა წიგნები მოგწონთ… უცნაურია არა?! მაშინ გაეცანით ჩვენს სიას:

LIVEPLASMA

აღნიშნული ვებგვერდი თქვენი გემოვნების მიხედვით შეგირჩევთ მუსიკასა და წიგნებს იმის მიხედვით თუ რა გაქვთ წაკითხული და რას უსმენთ. გაეცანით საიტს და აღმოაჩინეთ ახალი, გემოვნებიანი მუსიკა და ლიტერატურა.

GeoGuessr

ამ ვებგვერდის შემქმნელები, Google Maps-ის დახმარებით მსოფლიოს ერთ წერტილში ამოგაყოფინებენ თავს. სად ხართ თავად უნდა გაარკვიოთ, გამოიყენეთ საგზაო ნიშნები, ენდემური ხე-მცენარეები და სხვა მინიშნებები, შემდეგ კი რუკაზე მონიშნეთ თქვენი ვარაუდი. საუკეთესო შედეგები განისაზღვრება მონიშნულ ადგილსა და რეალურ ადგილს შორის მანძილის მიხედვით. წარმატებები ახალგაზრდა გეოგრაფებს. ♥

გამქრალი ხმების მუზეუმი

უსარგებლო ნივთებთან ერთად ქრება მათი ხმებიც. შედით საიტზე და დატკბით უძველესი Windows95 ხმებით, ან მოუსმინეთ, რა ხმა ჰქონდა “ფლოპი დისკს”

პატარა ალქიმიკოსი

ცეცხლის, ჰაერის, წყლისა და მიწის ელემენტებისგან შემდგარი საიტი. თითოეული მათგანის კომბინაცია ახალ ელემენტს ან სულაც ახალ ქმნილებას შემოგთავაზებთ. გააერთიანეთ პატარა ალქიმიკოსის ხსნარები და შექმენით 550-მდე ახალი ელემენტი.

დაათვალიერეთ მსოფლიო სახლიდან გაუსვლელად

  • No photo description available.

ვებგვერდი airpano.com გაძლევთ საშუალებას, დაათვალიეროთ დედამიწის ყველაზე ლამაზი და ღირსშესანიშნავი ადგილები. დაიპყარით ევერესტი, ჩაყვინთეთ მალდივებზე ზვიგენებთან ერთად ან გაისეირნეთ შუაგულ პარიზში სახლიდან გაუსვლელად.

Facebook Comments Box

გირჩევთ