კამპანიის “გაუზიარე სინათლე”-ს ფარგლებში საქართველოს მოქალაქეებმა შეაგროვეს ფინანსები უკრაინაში გენერატორების ჩასატანად. შედეგად, ქართველები უკრაინაში 311 ერთეულ გენერატორს ჩაიტანენ.
ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან რუსეთმა უკრაინაში კრიტიკულ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის შედეგად ენერგიის გადამცემი ხაზები, ელექტროსადგურები და ქვესადგურები დააზიანეს.
ყველა გენერატორს აქვს სტიკერი იმ ადამიანის სახელით და გვარით, რომელმაც მის შეძენას შეუწყო ხელი. თანხის მიმღები არასამთავრობო ორგანიზაცია “პოპულუს რეი” გახლდათ. უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ანდრი კასიანოვმა თქვა, რომ უკრაინას ამჟამად უკიდურესად სჭირდება დახმარება ელექტროენერგეტიკული სისტემის აღდგენაში.
- “ჩავიდა სითბო და სინათლე! კიევში გადმოიტვირთა! საქართველოს მოქალაქეების უკრაინისთვის გაგზავნილი 311 გენერატორი ხვალ და ზეგ უკვე საბოლოო დანიშნულების ადგილას იქნება! კონკრეტულად კი: წყლის სატუმბი სადგურები ბოიარკასა და პერეასლავლ-ხმელნიცკში, 69 პუნქტი “ნეზლამნოსტი” (unbreakable) კიევის ოლქში, 2 სამედიცინო პუნქტი, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების 4 სადგური, სკოლა ხარკოვის ოლქში, სამხედრო ჰოსპიტალი კიევში, 3 საბავშვო ბაღი ვინიცაში, 11 წყლის სატუმბი მცირე სადგური ვინიცის ოლქში, და ბევრი სხვა – ხვალ და ზეგ უკვე მიიღებენ თქვენ საჩუქარს”- წერია განცხადებაში.
Facebook Comments Box