მაღალი ხარისხის გამოთვლების ნაციონალურმა ცენტრმა (NCHC) და Academia Sinica-მ შექმნეს ხელოვნური ინტელექტის მოდელი, რომელიც მეცნიერებს მისცემს საშუალებას მიწისძვრამდე ერთი დღით ადრე დაადგინონ მისი ეპიცენტრი ტექტონიკური აქტივობების ანალიზის ხარჯზე.
Academia Sinica-ს მეცნიერთა ჯგუფის აზრით, ისინი შეძლებენ 6 ან მეტი მაგნიტუდის მიწისძვრის პროგნოზირებას უკანასკნელი 30 დღის მონაცემთა დამუშავების შედეგად. სეისმოლოგიურმა ცენტრმა დაადგინა, რომ ეპიცენტრიდან 50 კილომეტრის რადიუსზე, მიწისძვრამდე რამდენიმე დღით ადრე ჰაერში ელექტრონების რაოდენობა იმატებს. სწორედ ასე იყო 1999 წელს, “Jiji earthquake”-ის დროს, რომლის მაგნიტუდაც რიხტერის შკალის მიხედვით 7,3-7,6 ბალი იყო. ამ მიწისძვრას 2 415 ადამიანის გარდაცვალება და 11 305 ადამიანის დაშავება მოჰყვა.
მეცნიერთა გუნდმა 2003-2014 წლების ევროპის მონაცემები შეისწავლეს. დეტალურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ზოგიერთი მიწისძვრის წინ მზის რადიაციის დონე მომატებული იყო, თუმცა, დაფიქსირდა 19 ისეთი შემთხვევა, როდესაც შესაბამის მაჩვენებლებს მიწისძვრა არ მოჰყოლია. აღნიშნული შემთხვევების ანალიზის შემდეგ ხელოვნური ინტელექტი ბევრად უფრო ზუსტი გახდა და ახლა იგი 6 ან მეტი მაგნიტუდის მქონდე მიწისძვრის წინასწარმეტყველებას შეძლებს.
ჯგუფმა ასევე დაადგინა, რომ მიწისძვრამდე რამდენიმე დღით ადრე ნიადაგში რადონის დონე იმატებს, მატების კოეფიციენტი კი დამოკიდებულია მიწისძვრის სიმძლავრეზე, მის ინტენსივობასა და ნიადაგის ეპიცენტრთან სიახლოვეზე.
ინფორმაცია ამის შესახებ გავრცელდა ჟურნალში “Earth and Space Science”