TOM HENDERSON-მა “ინსაიდერული” ინფორმაცია გააზიარა საკუთარ Twitter-ზე, სადაც ის საუბრობს Playstation 5-ის ახალ მოდელზე, რომელსაც მოხსნადი დისკის ჩასადები ექნება.
ჟურნალისტს სანდო წყაროებისგან აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დეველოპერებმა მიიღეს კონსოლის განახლებული ვერსია. ცალხე ხაზგასმულია, რომ ის უნაკლოდ მუშაობს, თუმცა ჰენდერსონი დეტალებს არ ჩაღრმავებია.
“ინსაიდერი” აღნიშნავს, რომ ანონსი უახლოეს მომავალშია დანიშნული. შეგახსენებთ, რომ სექტემბერში ჰენდერსონი საუბრობდა SONY-ს უჩვეულო სათამაშო კონსოლზე, რომლის მოხსნადი დისკის შეძენა ცალკე შეიძლება და იგი დაუკავშირდება PS5-ის DIGITAL ვერსიას.
Facebook Comments Box